ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარემ, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების პარალელურად უკვე მიმდინარეობს მუშაობა უფრო ფართო, სანქციების 21-ე პაკეტზე.
„ეს ზომები პირდაპირ ურტყამს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გულს, მის ჩრდილოვან ფლოტს და იმ ქსელებს, რომლებიც მოსკოვის მიერ ევროპის წინააღმდეგ განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებს ასაზრდოებენ.
ყოველი ახალი ნაბიჯი რუსეთს მანევრირების სივრცეს უმცირებს და ციფრები თავისთავად მეტყველებენ: დასავლურმა სანქციებმა რუსეთს უკვე დაუჯდა, სავარაუდოდ, 1-დან 1.3 ტრილიონ ევრომდე. აგურ-აგურ, ჩვენ ვანგრევთ რუსეთის სამხედრო ეკონომიკის საძირკველს“, — განაცხადა კაია კალასმა.


















