სოფლის მეურნეობის მინისტრი გადადგება – “თაიმერის” ექსკლუზივი

სოფლის მეურნეობის მინისტრი გადადგება -

საკადრო ცვლილება “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  სოფლის მეურნეობის მინისტრი,  ოთარ დანელია თანამდებობას ტოვებს და მის სავარძელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იკავებს. გადაწყვეტილება მიღებულია. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობას. “თაიმერთან” გიგლა აგულაშვილი  აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

 

გიგლა აგულაშვილი

საგარეჯოს რაიონული პროკურატურის გამომძიებელი (1990 – 1994);
გმს საგამოძიებო აპარატის გამომძიებელი (1994 – 1997);
გმს საგამოძიებო აპარატის უფროსის მოადგილე (1997 – 1999);
კახეთის პროკურორი (1999 – 2001);
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორი (2001 – 2002);
აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი (2002 – 2003);
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი (2003 – 2004);
ცეცხლსასროლი იარაღის, ფონდებისა და პარტიების რეგისტრაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე (2003 – 2004);
რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი მდივანი (2005 – 2012);
საქართველოს პარლამენტის წევრი (2012 წლის 1 ოქტომბრიდან – 2015 წლის 1 მაისამდე);
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 1 მაისის №167 ბრძანების თანახმად და საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო
შემდეგი სტატია“პრემიერმა გულწრფელად თქვა, რომ უფრო მეტი უნდა სცოდნოდა, შესაძლოა, გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე უარი ეთქვა“