29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

აგროპროგრამების რეფორმა: რა იცვლება 1 ივლისიდან

1 ივლისიდან სოფლის განვითარების სააგენტო აგროსექტორის მხარდაჭერის ახალ მექანიზმს — „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას“ აამოქმედებს. პროგრამა მიზნად ისახავს დარგში კლიმატთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვასა და წარმოების პროცესის ხელშეწყობას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიმართულებები:

  • პირველადი წარმოება: მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების, მეფუტკრეობისა და აკვაკულტურის მეურნეობების მოწყობა/განვითარება.

  • გადამუშავება და შენახვა: შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება, სასაკლაოების მოწყობა/მოდერნიზაცია და შეღავათიანი აგროკრედიტები.

მნიშვნელოვანი ცვლილებები: 1 ივლისიდან სააგენტო შეწყვეტს ძველი პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში განაცხადების მიღებას. ამ თარიღის შემდეგ ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ განახლებული პორტფელი, რომელიც მოიცავს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას“, აგროდაზღვევას, ტექნიკის თანადაფინანსებას, ბიოწარმოების ხელშეწყობას და სხვა მიმდინარე პროექტებს.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ახალი პროგრამის მთავარი მიზანია ქართული აგროპროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში სქურის გზის მშენებლობა იწყება — კობახიძის განცხადებით, ტენდერი სექტემბერში გამოცხადდება
შემდეგი სტატიადედოფლისწყაროში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა