აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ – ზელენსკი

აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ, სწორედ ამან შეუშალა მას ხელი, სწორედ შეეფასებინა უკრაინა თავდასხმამდე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გარდა ამისა, ზელენსკის შეფასებით, პუტინმა გადაჭარბებულად შეაფასა თავისი ჯარი.

„მეჩვენება, რომ პუტინს ბოლომდე არ ესმის, რომ ადამიანებს აქ არ სურთ იყვნენ რუსული სამყაროს ნაწილი, რუსეთის ფედერაციის ნაწილი. ადამიანებს უბრალოდ სურთ იცხოვრონ თავიანთ სახელმწიფოში. მან ასევე, ალბათ, გადაჭარბებულად შეაფასა თავისი ჯარი, მე ასე მგონია“,- განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიომის ცხელი ეტაპი კვლავ გრძელდება, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები – რეზნიკოვი
შემდეგი სტატიადიასპორული ფორუმის ფარგლებში, თემატური პანელები – „კულტურული დიპლომატია“ და „ციფრული დიასპორა“ გაიმართა