აგრესიული ტესტირების შედეგად, შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა, თუმცა საგანგაშო არაფერია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიას ექიმებისა და პოლიციელების აგრესიული ტესტირების შედეგები გააცნო.

ტიკარაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი დაფიქსირდა, ასევე, კოვიდ 19 დაუდასტურდა 20-მდე ექიმს.

ამასთან, ტიკარაძე ამბობს, რომ მათ დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ გადაიტანეს.

„ჯარში არ დაფიქსირებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, რომელთა შემთხვევაში დაფიქსირდა, თუმცა საგანგაშო არაფერია. არიან ექიმები, ვისაც დაუფიქსირდა, მათი რიცხვი არის 20-მდე. ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, სწორედ აქედან გამომდინარე დაიგეგმა ის ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება.

ზოგადად, ამ ჯგუფებში სიტუაცია არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით ვმუშაობთ უსაფრთხოების ნორმების დანერგვაში, მიმდინარეობს ტრეინინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა ისინი იყვნენ უფრო მეტად დაცულები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად აქვთ გადატანილი დაავადება უსიმპტომოდ, რაც ყურადსაღებია და ჩვენთვის სამომავლოდ გასათვალისწინებელია. პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ექიმი, ვინც იყო აღმოჩენილი, იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ, რადგან ზუსტად ვიცოდეთ, რომ შემდგომში მათი მხრიდან შემდგომი ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს“ , – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 000 ტესტს, მაისის დასაწყისში კი „პისიარ“ ტესტების რაოდენობა 100 000-მდე შეივსება
შემდეგი სტატიაიგეგმება, რომ აფთიაქებისა და მაღაზიების თანამშრომლები სავალდებულო ტესტირების ჯგუფში შევიდნენ