აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე პოლიცია ”კოვიდ19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე,
რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, “კოვიდ19”-ის გავრცელების წინააღმდეგ
მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მონიტორინგს
აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში
აგრძელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოქალაქეთა უსაფრთხოების
დაცვის მიზნით, ბაზრებისა და ბაზრობების შესასვლელებთან, ასევე, შიდა
პერიმეტრზე – სავაჭრო სივრცეში მოქალაქეების მიერ პირბადეების სწორად
ტარებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედი წესების
დაცვას აკონტროლებენ. სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს დიდ
ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე,
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში
ახდენენ პატრულირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან სოციალური
დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.

banner
წინა სტატიაშინოემბერში ევროპის მიმართულებით რეგულარული ფრენები ეტაპობრივად გაიხსნება – ნათია თურნავა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამყარებული ტესტებითაც განხორციელდება