აღსრულების პოლიციის პირველი ოფისი გაიხსნა

აღსრულების პოლიციის პირველი ოფისი გაიხსნა. ახალი შენობა იუსტიციის მინისტრმა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ გახსნეს. თეა წულუკიანმა პოლიციელებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და მათ მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა. დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის 11 პოლიციელი საშუალო და უმცროსი სახელწიფო სპეციალური წოდება მიენიჭა, ხოლო 2 პოლიციელს საქმისადმი ერთგულებისა და დავალებების პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა.

ახალი ოფისის გახსნის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში მინისტრი აღმასრულებლებსა და აღსრულების პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართავს, სადაც უწყებაში დაგეგმილ ცვლილებებსა და სააღსრულებლო კოდექსის ნოვაციებთან დაკავშირებით იქნება საუბარი.

banner
წინა სტატიაშითბილისობა 2017 – რა ღონისძიებებია დაგეგმილი დედაქალაქში
შემდეგი სტატიაგურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა