აღსრულების ბიუროს ეზოში დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა

აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი პირი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, იპოთეკარს ბინის პატრონმა ცეცხლასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა, რის შედეგადაც დაჭრა თავად ბინის პატრონიც.სასწრაფოდ დაშავებულები ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთბია. თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელსა და დაჭრილს შორის დაძაბული საუბარი აღსრულების ეროვნული ბიუროს მისაღებში დაიწყო.
ამ დროისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩინეს, თუმცა უცნობია ვის ეკუთვნის აღნიშნული იარაღი.

banner
წინა სტატიაშიაღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი სროლის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია მის მოადგილესთან მიმდინარე საპარლამენტო აქტივობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს ადასტურებს