27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“აღსრულდა “ოცნება”- ვუბრუნდებით შუა აზიას, შაჰ აბასი პოპკორნს მიირთმევს”- მიხეილ სააკაშვილი ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან კავშირის გაწყვეტაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული კურსის გამო თბილისთან დაძმობილებული ურთიერთობები შეწყდა. სააკაშვილი ამ ფაქტს მწვავე სატირით აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანა ევროპული ოჯახის ნაცვლად იზოლაციაში, შუა აზიური ტირანიისკენ მიექანება.

„ამ მშვენიერ გერმანულ ქალაქში არსებობს თბილისის მოედანი და თბილისში — ზაარბრიუკენის სკვერი. იმისთვის, რომ ბოლომდე გავიძლიეროთ სიამოვნება, აუცილებლად უნდა დავუძმობილდეთ მზიან აშხაბადს და ახალი ოჯახი შევიძინოთ შუააზიელი ტირანების სახით. აღსრულდა საქართველოს საუკუნეობრივი “ოცნება”! — ვუბრუნდებით მშობლიურ შუა აზიას.

შაჰ აბასი პოპკორნს მიირთმევს — ნახევარი მილიონი ქართველი გასახლდა და ჩვენც გადმოგვესხა ბოლომდე მისი უძველესი გავლენის სფეროს წყალი“, — წერს მესამე პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამუშავება პარალიზებულ მდგომარეობამდე მიიყვანეს- Reuters
შემდეგი სტატია“დროა ჩამოართვან კალაძეს მისი ევროპული სახლები”- მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს მკაცრი ზომებისკენ მოუწოდებს