“აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა“ – ევროპის საბჭოს კომისარი

ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი, ნილს მუჟნიეკსი, აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იგი მომხდარი ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მუხთარლი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს:

“აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში ძალით გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, მუხთარლი ამტკიცებს, რომ ფული ჯიბეში გამტაცებლებმა ჩაუდეს და ცუდად ეპყრობოდნენ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან მაქსიმალურ ყურადღებას და გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს. უნდა ჩატარდეს ეფექტური, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება. ამავდროულად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მუხთარლი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს,” – ნათქვამია ევროპის საბჭოს კომისარი facebook-ის ოფიცალური გვერდზე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან ორი დღის წინ გაუჩინარდა. დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლაში სარჩელის შეტანისთვის ემზადება – „აფგან მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ”.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: აფგან მუხთალის საქმის გამოძიება ქვეყნის პრესტიჟის საქმეა
შემდეგი სტატია“რაც ნაკლები გაშუქება იქნება, მით უფრო დავიცავთ ბავშვების ინტერესებს. თვითდაზიანების ფაქტები სულ ხდება” – ჯეჯელავა “ლურჯ ვეშაპზე”