გიორგი მარგველაშვილი: აღშფოთებული ვარ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტით

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელგიის მთავრობასა და ხალხს თანადგომას უცხადებს.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა, რათა კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი იქნას უზრუნველყოფილი.

“უკიდურესად აღშფოთებული ვარ ქ. ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტით. ქართველი ხალხის სახელით ვუცხადებ მტკიცე თანადგომას ბელგიის მთავრობასა და ხალხს. ყველა ქვეყანამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა რათა უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნებისა და კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 25 დაშავდა. ასევე აფეთქების ხმა ისმოდა მეტროში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა
შემდეგი სტატიაბრიუსელში დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა