“აღსდექ კიევო!” აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

უკრაინის სახალხო დეპუტატი, ფრაქცია “Самопомочі”-ის წევრი ეგორ სობოლევი, უფრაქციო დეპუტატი იური ლევჩენკო და კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციის ხუთასამდე მონაწილე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი “Громадське”. დეპუტატებმა გადასცეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოთხოვნა ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კანონპროექტის უმაღლეს რადაში შეტანის თაობაზე.
პრეზიდენტის ადმინისტაციის შენობიდან გამოსულმა დეპუტატებმა განაცხადეს: “პეტრო პოროშენკოს კაბინეტში შუქი ანთია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სამსახურშია”.
ვიდეო დეპუტატების გამოსვლის შესახებ განთავსდა პარტია “Рух нових сил”-ის “ფეისბუკის” გვერდზე.
“სხვა გზა პოროშენკოს არ გააჩნია. ან გვექნება ანტიკორუფციული სასამართლო ან …ის არ იქნება უკრაინის პრეზიდენტი”,- თქვა სობოლევმა.
აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ მათთან შესახვედრად პოროშენკო გამოვიდეს. ისინი სკანდირებდნენ: “აღსდექ კიევო!”.
მოგვიანებით მათ დატოვეს ტერიტორია და დაბრუნდნენ პარლამენტის შენობასთან, სადაც კარვები აქვთ გაშლილი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა და სემჩენკომ გადაწყვიტეს საპროტესტო აქციის გაგრძელება
შემდეგი სტატიაექსკლუზივი – შიდა კვლევით, „ოცნება“ სამეგრელოში არჩევნებს წააგებს