აღნიშნული საქმის გამოძიებას გარკვეული სირთულეები ახლავს თან

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში გავრცელებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით აღნიშნული საქმის გამოძიებას გარკვეული სირთულეები ახლავს თან, ამიტომ სამართალდამცავებმა აქტიურად უნდა იმუშონ:
„თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ტექნიკურად შეძლებს იმას, რომ ეს ჩაკეტოს და აბსოლუტურად დაგვაზღვიოს ინფორმაციის გავრცელებისაგან. ერთადერთი, რაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას ეს არის კანონის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება. ესეც იმ შემთხვევაში, ვინც კარგად ერკვევა ტექნოლოგიებში, თუ ატვირთვა მოხდა ვთქვათ საქართველოში. თუ ატვირთვა მოხდა უცხოეთიდან აქაც მთელი რიგი ტექნიკური სირთულეებია.“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

https://youtu.be/7pH-hhHisVA

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მერის გადადგომას ითხოვენ
შემდეგი სტატია(+ვიდეო) პირველი ლედის ემოციური განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-კადრებზე