აღნიშნული ქმედება ბოროტების ბანალიზებას, ძალადობის გაუბრალოებას წარმოადგენს – დათუნაშვილი შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე

„ლელოს“ ერთ-ერთი წევრი, თაზო დათუნაშვილი მეტროში პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება.

მისი განცხადებით, პოლიციელის მხრიდან აღნიშნული ქმედება ბოროტების ბანალიზებას, ძალადობის გაუბრალოებას და ადამიანური იდენტობისაგან დაცლას წარმოადგენს.

„ჩვენ იმის მომსწრენი ვართ, რასაც წიგნებში ვკითხულობდით და ფილმებში ვხედავდით, ის რაც ნაცისტურ გერმანიაში ან ბოლშვიკურ რუსეთში ხდებობდა – ბოროტების ბანალიზება, ძალადობის გაუბრალოება და ადამიანური იდენტობისაგან დაცლა. ამ “უპასუხისმგებლობის ბატონობაში” პოლიციელი იქცა ფორმიან ცხოველად, იდენტობისაგან დაცლილ ჰუმანოიდად, რომელსაც იგივე მორალურ ფასეულობათა სისტემა თითქოს არ ეხება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ის განსხვავებულ კასტას წარმოადგენს, რომელშიც ის მორალურად თუ ნებისმიერი სხვა ფორმით მხოლოდ შიდაკასტურ იერარქიას ემორჩილება – აი ეს სისტემა ხდება ბოროტების ბანალიზების სათავე. ამ შემზარავ ამბავზე კიდევ უფრო შემზარავია ეს ტრადიციული 24- საათიანი დუმილი, რომლის მანძილზეც გვაკვირდებიან, ჩუმად არიან, გაისუსებიან და გვიყურებენ, როგორი იქნება ჩვენი რეაქცია, რა მასშტაბის იქნება საზოგადოების პასუხი, რას მოვიმოქმედებთ? მხოლოდ ამ შემზარავი 24 საათის მერე, ჩვენი რეაქციის შესაბამისად დაირაზმებიან ეს ადამიანურ იდენტობისგან თავისუფალი გვამები და დაიწყებენ სიტუაციის გამართლებას ცივსისხლიანი ცინიზმითა და თანმიმდევრულობით, ჩვენი რეაქციიის შესაბამისად, ჩვენი პასუხის პასუხად“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაქუთაისში, პროკურატურასთან მოქალაქემ ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა