აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვის სიმბოლო საქართველოში, ნიკა გვარამია გათავისუფლდეს – სოფო ლილუაშვილი დასავლელ პარტნიორებზე

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომას დაესწრო. სხდომას გვარამიას ადვოკატიც ესწრებოდა.

ლილუაშვილი ევროდეპუტატ მირიამ ლექსმანთან და ევა კოპაჩს შეხვდა. სწორედ ამის შემდეგ სოფო ლილუაშვილმა „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები ნიკა გვარამიას გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ყველა ერთად აღნიშნავენ, რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. როგორც ჩემთან აღნიშნეს საუბრებში, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი სიტყვის სიმბოლო საქართველოში, ნიკა გვარამია იყოს გათავისუფლებული“, – აცხადებს სოფო ლილუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობდა
შემდეგი სტატიამთავრობის რიტორიკა, სულ მცირე, არ დაეხმარა ჩვენი კანდიდატობის საკითხს – ზურაბიშვილი