25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

“აღმოვფხვრათ ხელოვნური პოლარიზაცია”- ცოტნე ივანიშვილი ახალგაზრდებს შორის დიალოგის გრძელვადიან “დაკანონებას” ითხოვს

ბიძინა ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას მოუწოდებს, რეგიონული კონფერენციების ფორმატს მუდმივი და გრძელვადიანი ხასიათი მისცენ. რუსთავში გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პლატფორმები ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაციის აღმოფხვრასა და ახალგაზრდებს შორის მუდმივი დიალოგის დამკვიდრებას.

ცოტნე ივანიშვიმა კითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრებს, თუ როგორ გეგმავენ ამ ფორმატის გაფართოებას მას შემდეგ, რაც რეგიონული შეხვედრები თბილისში, დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.

„ძალიან მიხარია, რომ აპირებთ შემოიაროთ სრულიად საქართველო… ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა გაგრძელდეს მსგავსი ტიპის ფორმატი ახალგაზრდებთან? როგორ ხედავთ უფრო მუდმივ, გრძელვადიან ფორმატს, იმას, რომ დიალოგი დაკანონდეს ახალგაზრდებს შორის და აღმოვფხვრათ ეს ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია ქვეყანაში“, — აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: დღეს ყველა, ვინც დუმილს არ აირჩევს და უკრაინის დახმარებას გადაწყვეტს, სიცოცხლის დამცველია
შემდეგი სტატიაკილიჩი: იმედი მაქვს, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნა ასევე გააძლიერებს თანამშრომლობას თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის