აღმოსავლეთ სარდლობას შავლეგ ტაბატაძე უხელმძღვანელებს

თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბსა და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებს აღმოსავლეთ სარდლობის ახალი სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგ ტაბატაძე წარუდგინა. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა.

პოლკოვნიკი შავლეგ ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

პოლკოვნიკ ტაბატაძეს მიღებული აქვს მედლები – “გენერალი მაზნიაშვილი” და “სამშობლოსათვის თავდადებული”, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში ჟ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

banner
წინა სტატიაშიშესაძლოა „მაესტროს“ მაუწყებლობა შეწყდეს – ლევან გაჩეჩილაძის სარჩელი
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი: საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა დაიმსახურა