12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში საშიში მავნებლის – იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 27 ათას ჰექტრამდე ფართობი.

მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენენ, რის შემდეგაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებები”,_ წერია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ავტოსადგომი დღეს მეორედ დაბომბეს — გაჩნდა ძლიერი ხანძარი
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირა — აშშ წინააღმდეგი იყო, საქართველომ თავი შეიკავა