აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ბაუტცენში ადგილობრივებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა

აღმოსავლეთ გერმანიაში, ქალაქ ბაუტცენში ადგილობრივ მცხოვრებლებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც BBC იტყობინება, დაახლოებით 80-მდე ქალი და მამაკაცი 20 ლტოლვილს დაუპირისპირდა. მიგრანტებმა ლტოლვილთა ცენტრს შეაფარეს თავი, სადაც მათ ახლა პოლიცია იცავს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბაუტცენში შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობმა პირებმა 32 წლის მამაკაცს ბოთლი ესროლეს, რის გამოც მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ინციდენტამდე ადგილობრივებმა მიგრანტები ქალაქის ცენტრალური მოედნის დაკავებაში დაადანაშაულეს. თვითმხილეველის თქმით, სამართალდამცველებმა მიგრანტებს დაშლისკენ მოუწოდეს, საპასუხოდ მათ პოლიციას ბოთლები ესროლეს. როდესაც მიგრანტები მოედანს ტოვებდნენ, მათ ადგილობრივი მცხოვრებლების ჯგუფი გაედევნა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელშიც დაშავებული მაროკოელი ლტოლვილი იმყოფებოდა.

ქალაქის მერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქალაქში პოლიციის დამატებითი რაზმები განთავსდება.

ქალაქ ბაუტცენში მიმდინარე წელს ანტიიმიგრანტული განწყობა საგრძნობლად გაძლიერდა. როგორც BBC წერს, თებერვალში ადგილორბივების ჯგუფი ლტოლვილთა ცენტრში გაჩენილ ხანძარს ტაშით შეეგება.

გერმანიის ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, 2016 წელს ქვეყანაში მიგრანტთა თავშესაფრებზე 700 თავდასხმა განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : ,,საქართველოში გრძელდება და სისტემურ ხასიათს იღებს პირად სივრცეში ჩარევის შემთხვევები”