აღმოჩენილია ფრინველის ვადაგასული ხორცი – რითი კვებავენ ბავშვებს კერძო სკოლებში?!

„თანამედროვე განათლების აკადემიის“სკოლას და ბაღს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მათთან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე რაგეგმური ინსპექტირება ჩაატარა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სკოლისა და საბავშვო ბაღის კვების ობიექტში.

შემოწმების შედეგებით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

ვადაგასული ფრინველის ხორცი,
ეტიკეტირების წესის დარღვევა,
კრიტიკული შეუსაბამობა უსაფრთხოების სტანდარტებთან.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ვიდრე ყველა დარღვევა სრულად არ აღმოიფხვრება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, შესაძლო დარღვევების დაფიქსირებისას მიმართონ ცხელი ხაზს — 1501.

banner