აღმოჩენილი პირადობის მოწმობების საქმეზე პროკურატურაში კახა ასკურავას კითხავენ

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავამ მთავარ პროკურატურაში მტკიცებულების სახით ის პირადობის მოწმობები მიიტანა, რომელიც მან ლანჩხუთში, ერთ-ერთ სარდაფში აღმოაჩინა. ასკურავას მთავარი საგამოძიებო უწყება სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით კითხავს. ასკურავასთან ერთად მთავარ პროკურატურაში მისი ადვოკატი ლევან დავითაიაც იმყოფება.

“პროკურატურას გადავცემ ნივთმტკიცების სახით 17 პირადობას, რომელიც ლანჩხუთში, ერთ-ერთ სარდაფში აღმოვაჩინე საარჩევნო უბნიდან 200 მეტრში. ყველა პირი, ვისაც ეს პირადობის მოწმობები ეკუთვნით, არის გარდაცვლილი. მოვითხოვ პროკურატურამ დაადგინოს ამ პირადობის მოწმობების წარმომავლობა. ასევე, რისთვის გახდა საჭირო ეს პირადობის მოწმობები, რადგან ზოგიერთი 2004-ში, ნაწილი კი 2006 წელს არის გაცემული. მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ რისთვის იქნებოდა გამოყენებული ეს პირადობები. ეს არის არჩევნების გაყალბება, თუმცა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს საქმე. მე ასევე მგონია, რომ არსებობდა ყალბი სიებიც და ესეც უნდა დაადგინოს გამოძიებამ,” – განაცხადა კახა ასკურავამ.

banner
წინა სტატიაშიგორის კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს