აღმოჩენილი იქნა მოპარული ნივთებით სავსე 6 ჩემოდანი, მათ შორის იყო ძვირადღირებული საათები, ოქროს სამკაულები და დიზაინერული სამოსი

რომში პარიოლის რაიონში ბინაში ძალადობრივი შეღწევის მცდელობისას 2 პირი, საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს.

ჩხრეკა ჩატარდა დაკავებული პირების ბინაში, რომანინას დასახლებაში, სადაც აღმოჩენილი იქნა მოპარული ნივთებით სავსე 6 ჩემოდანი, მათ შორის იყო ძვირადღირებული საათები, ოქროს სამკაულები და დიზაინერული სამოსი. მოპარული ნივთების ღირებულება 200 ათას ევროზე მეტია.

ამავე ბინაში აღმოჩენილი იქნა საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებიც იტალიური მედიის ცნობით, ანალოგიური დანაშაულების გამო იყვნენ ნასამართლევი და ამჯერად მოპარულ ნივთებს აგროვებდნენ.

banner
წინა სტატიაშიუცხოელი ადვოკატები, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიამედიის ცნობით უიტკოფი პარიზიდან უკვე გაემგზავრა რუსეთში