აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები კარგია და სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის

აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები კარგია და სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს“მე ინფორმირებული ვიყავი და მხარს ვუჭერდი, როგორც ბატონი ირაკლის გადაწყვეტილებას, ისე ბატონი კვირიკაშვილის კანდიდატურას”, – აღნიშნა მარგველაშვილმა. მისივე შეფასებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები კარგია და სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “იმედთან” საუბარში.

“მე ვფიქრობ, ეს არის კარგი გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის. ამასთან ერთად, პერიოდი, როდესაც ეს ყველაფერი გაკეთდა, გარკვეულწილად ითხოვს სწრაფ ქმედებას – საჭიროა რომ სწრაფ პერიოდში, ახალ წლამდე დაკომპლექტდეს მთავრობა და საქართველოს ჰყავდეს მოქმედი მთავრობა და არა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები. ამის შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ პოლიტიკურმა გუნდმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილებები”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება “ჩრდილში იყო მიღებული”, ქვეყნის პირველი პირის თქმით, აღნიშნულზე პოლიტიკურმა გუნდმა უნდა გასცეს პასუხი და შიდა დიალოგის თაობაზე ის ვერაფერს იტყვის. “ვფიქრობ, რომ ასევე გუნდმა უნდა ილაპარაკოს გადაწყვეტილების მიზეზებზეც. მე არ ვარ პოლიტიკური ანალიტიკოსი“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს გამოვა

ბატონ ირაკლისთან არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ იყო. თქვენ ალბათ, გინახავთ, როდესაც საზოგადოებაში ერთანეთს ვხვდებოდით, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ამასთან ერთად, ორი წლის განმავლობაში ჩემგან იყო მცდელობა, რომელიც სამწუხაროდ, ძირითადში წარუმატებელი იყო, რომ ბატონი ირაკლი უფრო ახლო კონტაქტში ყოფილიყო ჩემთან და საერთოდ, მინისტრთა კაბინეტიც, პარლამენტიც”, – განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა რამდენიმე მაგალითი დაასახელა, მათ შორის, ის, რომ “ქართულ ოცნებასთან” ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოხდა შეხვედრა. ასევე მარგველაშვილმა 3-ჯერ ითხოვა მთავრობის სხდომაზე დასწრება, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. პრეზიდენტმა ამ კონტექსტში უშიშროების საბჭოს სხდომებზე პრემიერ-მინისტრის დაუსწრებლობის საკითხიც დაასახელა. “ერთი ასეთ მცდელობის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის. მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალას შევხვდი ერთი წლის განმავლობაში, ყველა ინტერეს ჯგუფს. ერთადერთი ჯგუფი, რომელიც დღემდე ჩემთან კონტაქტზე არ გამოდის და არ მიფიქსირებს, რომ ჩვენ ეს საერთო სალაპარაკო თემა გვაქვს, ეს არის, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება”, მათ შორის, მინისტრები. სამჯერ მოვითხოვე მთავრობის სხდომაზე მისვლა და არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდა. ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნა, კონსტიტუციურად მე ამის გაკეთების უფლება მაქვს. სამჯერვე პასუხი არ ყოფილა უშიშროების საბჭოს სხდომებზე, მთავარი საკითხავი გახდა, ვინ დაესწრება და ვინ – არა და არა ის, რაზეა იქ საუბარი. ჩვენ ვიცით სამწუხარო პრაქტიკა პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე პარლამენტში და ა.შ. ანუ ეს იყო მუდმივი მცდელობა, რომ ვილაპარაკოთ, ვიურთიერთოთ, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებმა, განსაკუთრებით, უშიშროების საბჭოზე, რადგან ის არის ერთადერთი ფორმატი, სადაც პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი ერთმანეთს ხვდებიან და თათბირობენ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე. იყო ეს და იყო ამის წაყრუება. სხვა დაძაბულობა, პიროვნული სირთულე არ ყოფილა”, – განაცხადა მარგველაშვილმა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეაფასებდა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, მარგველაშვილის თქმით, ის ხედავს, რომ საქართველომ ამ ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მთლიანად როგორც ქვეყანამ და ბუნებრივია, რომ ამ პროცესში თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობასაც და მის თავმჯდომარესაც.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე:”ყველა დარჩა, ჰაკიმმა გაიარა”
შემდეგი სტატიაადვოკატი ლექსო არქანია „თაიმერს“ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის და აცხადებს, რომ პოლიციამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა