აღმაშენებლის N138-ში მდებარე უძრავი ქონება 9 840 250 ლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 840 250 ლარად ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარეუძრავი ქონება შპს ,,სი ი ეფ სი“–ს გადასცა.

კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ევრაზიული ქვეყნების საინვესტიციო და თანამშრომლობის სათაო ოფისის მოწყობას გეგმავს. ასევე, შეიქმნება ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი. აღნიშნული მიმართულებით კომპანია 3 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც დასაქმდება 50 ადამიანი.ამასთან, კომპანია უზრუნველყოფს შენობის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას.

banner
წინა სტატიაშიჟენევის მოლაპარაკებების 37-ე რაუნდი იწყება
შემდეგი სტატიამანდატები მომავალ პარლამენტში – გია ვილსკის პასუხი ივანიშილის პროგნოზზე