აღმაშენებლის გამზირზე სროლის ხმა ისმოდა

აღმაშენებლის გამზირზე სროლის ხმა ისმოდა. შემთხვევა დილით, გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცმა ერთ-ერთ სასტუმროში ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა. თვითმხილველის ინფორმაციით, სავარაუდოდ სამი გასროლის ხმა ისმოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავბულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გამოძახება ნამდვილად იყო. როგორც უწყებაში ”თაიმერს” განუცხადეს, შეტყობინება მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე იყო. ამ დროისთვის ვითარების შესწავლა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაბესიკ ფარცვანია წალენჯიხის გაზიფიცირების პირობას დებს