აღმაშენებლის გამზირზე ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მნიშვნელოვანია ავარიული საცხოვრებელი სახლების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებიც.

დიდუბის რაიონში, მიმდინარე წელს უკვე მერვე ავარიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ შორისაა, აღმაშენებლის გამზირის N172-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლი, სადაც 27 ოჯახი ცხოვრობს.

შენობის გამაგრება-გაძლიერების პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილების აღდგენა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ღირებულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი +“ ასრულებს, 390 028 ლარია.

წინა სტატიაშიგამყრელიძე – ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება
შემდეგი სტატიაპატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ თითოეული მოქალაქის ღირსებას და თავისუფლებას – ღარიბაშვილი