აღიარება გვაქვს, რომ არსებობს ევროპული პერსპექტივა, ეს ის აღიარებაა, რისთვისაც წლებია, ქართული დიპლომატია და სახელმწიფო უწყებები იბრძოდნენ – მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ ვერ შევცვლით გეოგრაფიას. საქართველოს მდებარეობს იქ, სადაც მდებარეობს. ამის შეცვლა არ ხელგვეწიფება. შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რომ მუდმივად უნდა ვამტკიცებდეთ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო თავისი ისტორიით, კულტურით და ფასეულობებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭირიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აღიარება აქვს, რომ არსებობს ევროპული პერსპექტივა და ეს ის აღიარებაა, რისთვისაც წლებია, ქართული დიპლომატია და სახელმწიფო უწყებები იბრძოდნენ

„ჩვენ აღიარება მივიღეთ ევროკავშირისგან. ჩვენთვის შემდგომი ეტაპები ბევრად უფრო რთულია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საზღვარი არ აქვს ევროკავშირთან, საქართველო გეოგრაფიულად შეიძლება უფრო მოწყვეტილია ევროკავშირს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, თუმცა იმ გზით და იმ რეფორმებით შევხედავთ, რასაც ქვეყანა ატარებს, ნამდვილად ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს: მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა აღიარება გვაქვს, რომ არსებობს ევროპული პერსპექტივა. ეს ის აღიარებაა, რისთვისაც წლებია, ქართული დიპლომატია და სახელმწიფო უწყებები იბრძოდნენ, ეს აღიარება მიგვეღო, რაც რეალურად ევროკომისიის დონეზე მიღებულია. იმ განხილვებს დაველოდოთ, რომელიც მომავალ კვირას უნდა შედგეს. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განიხილონ ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასება და მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ ხედავს თითოეული ქვეყანა საქართველოს ადგილს და რა პოზიციას დააფიქსირებენ ამ განხილვებში. სწორედ იმიტომ, რომ ეს პოზიციები იყოს საჩვენო და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილა
შემდეგი სტატიათავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა