აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო

საბჭოთა ოკუპაციის დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება.

„ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული.

საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა“,- აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიყველა, ვინც საბჭოთა რუსეთის მემკვიდრეობას ცალსახა ბოროტებად არ აფასებს, გმირთა ხსოვნას აყენებს შეურაცხყოფას და ჩვენს მომავალს უქმნის საფრთხეს”- გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს