„აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები“ – გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე 4 წლის გოგონა პოლიციამ საავადმყოფოში მიიყვანა

იაშვილის კლინიკაში განაცხადეს, რომ გუშინ გარდაცვლილი 4 წლის გოგონა მათ კლინიკაში მიმდინარე წლის 6 იანვარს შეიყვანეს.
მედიკოსთა თქმით, პაციენტს მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა.

“ამა წლის 6 იანვარს იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებისა და პატრულის მიერ შემოყვანილი იქნა 4 წ გოგონა, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმული დაზიანებები.

პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, რომელთა მიხედვით სერიოზული დაზიანებები არ გამოვლენილა. პაციენტი მოთავსდა ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო სოციალური სააგენტო.

პაციენტი 48 საათში გაუმჯობესებულ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე”- აცხადებენ მედიკოსები.

შეგახსენებთ, 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გუშინ არასრულწლოვნის დედა, ლელა ქსოვრელი დააკავეს

წყარო:NEW POST

banner
წინა სტატიაში,,ამ მოჭიდავეების ფედერაციის ამბებმა გამახსენა მამაჩემის ძველი სიტყვა, რომელიც არა და არ კარგავს აქტუალობას ამ ქვეყანაში”-ცოტნე გამსახურდია
შემდეგი სტატიაქართველმა სამართალდამცველებმა მახაჩკალის ყოფილი მერის მუსი მუსაევის ვაჟი დააკვეს?