აღდგომის ღამეს გირჩის ჩუღურეთის რაიონის ოფისი დაარბიეს

გირაღდგომის ღამეს დაარბიეს გირჩის ჩუღურეთის რაიონის ოფისი. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ახალი პოლიტიკური ცენტრის შენობაში ფანჯრები ქვებითა და აგურებით არის ჩამსხვრეული.

დღეს დილიდან ადგილზე გირჩის ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი მომხდარს ვანდალურ ფაქტად აფასებენ და გამოძიების დროულად ჩატარებას ითხოვენ. სისხლის სამართლის საქმე სხვისი ნივთის დაზინების მუხლთ არის აღძრული.

“ჩამსხვრეულია პრაქტიკულად ყველა მინა. დათვალიერებით ჩანს რომ ეს ვანდალური აქტი ჩაიდინა ორგანიზებულმა ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით მივიდა ოფისთან აგურებით, ასფალტის ბელტებითა და არმატურებით შეიარაღებული.მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს სასწრაფოდ მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით”-აცხადებენ “პოლიტიკური ცენტრი-გირჩის” წარმომადგენელები.

banner
წინა სტატიაშიდღეს და ხვალ თბილისში არსებული სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს
შემდეგი სტატია(video) თურქეთში აფეთქებას მსხევრპლი მოჰყვა