აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სომხურ ეკლესიაში აღევლინა

საქართველოს სომეხთა თემი უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღდგომას ასევე აღნიშნავენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც.

„აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია, რომელსაც ქრისტიანები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

აღდგომას დღესასწაულობენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც. საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სომხურ ეკლესიაში შედგა. ლიტურგიას ტაძრის მოძღვარი, მღვდელი ჰაირაკოფ სააკიანი და თორგომ ვართანიანი უძღვებოდნენ.

საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსებმა ოდესისა და ხერსონის ოლქებზე მასიური შეტევა განახორციელეს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ზვიად გამსახურდიას ცხოვრება, რომელიც მსხვერპლად იქნა შეწირული ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას, ტრაგიკულთან ერთად ამაღლებულს ხდის დღევანდელ დღეს