აღდგეს ტრანსპორტი – მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ

მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით პეტიცია შექმნეს.

ამ დროისთვის განცხადებას ხელს 294 ადამიანი აწერს.

მნიშვნელოვანია აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ტრანსპორტის შეჩერება მკვეთრად აზიანებს ბიზნესგარემოს და შესაბამისად უარყოფითად აისახებს სახელმწიფოს ეკონომიკაზე

2. მასობრივად მცირდება სამუშაო ადგილები და უამრავი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე.

3. ვაქცინის მისაღებად მოსახლეობა ვერ გადაადგილდება. მართალია ტრანსპორტი გარკვეული ტერიტორიებისთვის გამოყოფილია, თუმცა ეს ლოკაციები მცირეა, ტაქსის ფასი კატასტროფულად მაღალია და შესაბამისად ჩერდება ვაქცინაციის პროცესი

4. ზრდის ინფიცირებულ და სხვა მიზეზით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობას და ფატალურ შემთხვევებს. პაციენტები ვერ გადაადგილდებიან კლინიკებში მომსახურების მისაღებად და ისინი იძულებულნი არიან გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რაც არამიზნობრივად ხარჯავს სახელმწიფოს რესურსს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორმა პრემიერის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანმა არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლა