აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემაზე ინიციატივის განხილვას, მოვუწოდებთ ოპონენტებს, ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ

news
ავტ.: news ნოემბერი 18, 2019 12:15

აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემაზე ინიციატივის განხილვას, მოვუწოდებთ ოპონენტებს, ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ

არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარტიის ოფისში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით.

„მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ. ცხადია, ყველა საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, ორივე საარჩევნო სისტემა ლეგიტიმური და დემოკრატიულია. 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე. არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენ სწორედ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში შევცვალეთ ძალადობითა და სისასტიკით გამორჩეული რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად სრულად აკონტროლებდა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებულ ყველა ინსტიტუტსა და ინსტრუმენტს,“ – განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იქნება მაქსიმალურად მომთმენი.

„თუმცა, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.

 

news
ავტ.: news ნოემბერი 18, 2019 12:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics