აღარ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, როდესაც მე და გიგი უგულავა ჩვენი ფეხით მივედით ციხეში

„მოლოდინი უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, ჩვენ არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ჩვენ ვემზადებით ცუდისთვის, ამ შემთხვევაში უგუნური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეიძლება, ივანიშვილმა მოსამართლეს მიაღებინოს. იქნება ასეთი უგუნური გადაწყვეტილება? ქვეყანაზე აისახება ძალიან ცუდად და ჩვენ დავხვდებით ადეკვატურად. შარშანწინ, როდესაც მე და გიგი უგულავა საკუთარი ნებით, ჩვენი ფეხით ციხეში თავისუფლად მივედით, ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ და ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ, ფიზიკურად აღარ გავატანთ. როდესაც გებრძვიან ნაჯახით და შენგან გულუბრყვილობით კანონმორჩილებას ითხოვენ, ასეთ მორჩილებას აღარ ვაპირებთ, თორემ კანონმორჩილებას ივანიშვილი ჩენ ვერ გვასწავლის.

გაბედავენ თუ არ აქ მოსვლას? პროგნოზებზე პასუხს ვერ გაგცემთ. მხოლოდ ჭკვიანი ადამიანის პროგნოზირებაა შესაძლებელი, სულელის ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის, პროგნოზირება შეუძლებელია“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ სამართალდამცავები არიან მობილიზებულები
შემდეგი სტატიაახლა, მე რემბო ვარ, უუ-ს დავუძახებ და დავშლითქო ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლებით