“აღარ არის დუმილის, გაჩუმების, სახლში ჯდომის დრო”, – სტუ-ს და თსუ-ს პროფესორ მასწავლებლები აცხადებენ, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება დაუშვებელია.
როგორც ისინი აღნიშნავენ, ის, რასაც ირაკლი კობახიძის გუნდი გეგმავს, განათლებისთვის დამანგრეველი იქნება.
“თქვენ დაარღვიეთ კონსტიტუციის 27-ე მხული, ამ ჩვენი ცუდი წესდების რამდენი მე-14, მე-15 მუხლები. თქვენ დაარღვიეთ ავტონომია, თქვენ დაარღვიეთ ასევე აკადემიური თავისუფლება არა ჩააგდეთ პროფესურა, გადაგვიარეთ და თქვენ პროფესორებ, ალბათ იმედგაცრუებით მაინც ელოდებით. რაც ეხლა პროცესები მიმდინარეობს და დიალოგი და დიალოგი და დროის გაყვანის მეტი არაფერი არ არის. ჩვენ არაფერი გვიშველის თუ არა ამ უნივერსიტეტების გაერთიანება, ამ რეფორმის შესაწყვეტად, ვიმეორებ, შესაწყვეტად და არა შესაჩერებლად,- ამბობს ცირა ბარამიძე.
აღარ არის დუმილის, გაჩუმების, სახლში ჯდომის დრო. ყველა დიდი პატარა უნდა გამოვიდეთ გარეთ, რომ დავიცვათ ეს ორი უნივერსიტეტი, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი და დავიცვათ ჩვენი განათლება”,- ამბობენ პროფესორ-მასწავლებლები.
















