14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

“აგერ ნახავთ, თუ არ აისახება ფასებზე”- ირაკლი ჭეიშვილი დასკვნაზე

“ოცნების” წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ფასების კომისიის მიერ გაცემული დასკვნა ფასებზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება,  მაგრამ როდის, კონკრეტულ დროს  ვერ ასახელებს.

“აპრილი დასრულდა გუშინ და შესაბამისად, მაისი დაიწყო დღეს, ამიტომ აისახება აუცილებლად. გუშინ გამოქვეყნდა (დასკვნა) და ახლა ერთ კვირას თუ აქვს არსებითი მნიშვნელობა… გადაეცემა ეს სარეკომენდაციო დასკვნა აღმასრულებელ ხელისუფლებას და აუცილებლად მოხდება რეაგირება. აგერ ნახავთ, თუ არ აისახება ფასებზე და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. არვიცი ახლა ვადები. მე თვითონ არ ვყოფილვარ კომისიის წევრი – ჩვენმა კომისიამ უფრო დეტალურად იცის რა როგორ იქნება. მე ვფიქრობ, რომ უმოკლეს ვადებში შედეგი იქნება თვალსაჩინო”, – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი. 

დაპირების მიუხედავად, აპრილის ბოლოსთვის ფასების შემცირება არ მოხდა. 1 მაისს ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების გაიაფება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.

კომისიის თავმჯდოამრემ, შოთა ბერეკაშვილმა ბოლო სხდომაზე თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.

დასკვნის მიხედვით, ბაზარზე ფასების ფორმირებას გავლენას ახდენს გრძელი და არაეფექტური მიწოდების ჯაჭვი, მაღალი ოპერაციული ხარჯები და სექტორის სტრუქტურული თავისებურებები. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხშირად პროდუქტებს ფასდაკლებების პერიოდში ყიდულობენ, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ბაზარზე ოპერირება რთულია.

banner
წინა სტატიაში“ფერდობიდან ქვის ცვენის პროცესი კვლავ აქტიურია”- ვითარება ონის მისასვლელ გზაზე
შემდეგი სტატიატრამპი: აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები კუბაზე კონტროლს ირანიდან დაბრუნებისას დაამყარებს