აგარის შაქრის კომპანიის და ბიზნესომბუდსმენის ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2018 14:29

აგარის შაქრის კომპანიის და ბიზნესომბუდსმენის ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

“აგარის შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან სრული დატვირთვით ამუშავდება აგარის შაქრის კომპანიის და ბიზნესომბუდსმენის ერთობლივი განცხადებით, აგარის შაქრის ქარხნის ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდება. აგარის შაქრის კომპანია და ბიზნესომბუდსმენის აპარატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „საქართველოს მთავრობასა და აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა. შედეგად, შემუშავდა მხარდაჭერის პაკეტი. სწორედ ამ პაკეტის დახმარებით, აგარი შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან მუშაობას განაახლებს. ყველა ის ადამიანი, ვინც აგარის შაქრის ქარხნის კონსერვაციამდე ქარხანაში მუშაობდა, დაუბრუნდება სამუშაო ადგილს. აგარის შაქრის ქარხანაში მაისში ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის, რომ 1 ივნისიდან ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდეს.“ შეგახსენებთ, რომ აგარის შაქრის ქარხანამ 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეწყვიტა მუშაობა და გადავიდა კონსერვაციაზე. შესაბამისად, აგარის შაქრის კომპანიამ თანამშრომლებთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, თუმცა პროცედურა ჩატარდა შრომის კოდექსის მოთხოვნების სრული დაცვით. ქარხანა კონსერვაციაზე საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო გადავიდა,”-ნათქვამია აგარის შაქრის კომპანიის და ბიზნესომბუდსმენის ერთობლივი განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2018 14:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,462
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics