საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ პირები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ საქონელს შესაბამისი მარკირების გარეშე ინახავდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. უწყების ცნობით, ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 19 200 ლარს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.








