აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის შავიზღვისპირეთში ნაადრევმა დათბობამ და ხანგრძლივი დროის მანძილზე ტემპერატურის +20 გრადუსზე შენარჩუნებამ, ნაცვლად ამ დროისთვის ნორმალური +7-8 გრადუსისა, მცენარეთა გაღვიძება, აყვავილება და ნაადრევი გაზაფხული გამოიწვია. აფხაზი მეცნიერების ვარაუდით, ნაადრევი დათბობა ცუდად იმოქმედებს ბუნებაზე, გამოიწვევს მცენარეული კულტურების მრავალ დაავადებას და ნაყოფიერებასაც სულ ცოტა 30% -თ შეამცირებს.
თუმცა აფხაზი მეტეოროლოგების ცნობით, ანომალური დათბობა მომავალ კვირას მკვეთრი აცივებით შეწყდება და ჩრდილო-დასავლური ციკლონი, რომელიც აფხაზეთს უახლოვდება, მომავალ კვირას ტეპერატურას უაროფით ნიშნულამდე დაწევს.