აეტირა სანდროს და დეჟავუ მქონდა, 10 წლის წინ გიკოს ნიკას პროცესზე ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონდა – სოფო ლილუაშვილი

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლოზე გამოსვლის მოსმენით ყველა მიხვდება რას ნიშნავს კეთილსინდისიერი, ჭკვიანი და მართალი ადამიანი. მისი თქმით, თუ მოსამართლე ჩხიკვაძეს აინტერესებს რა არის ოჯახის წევრების ბულინგი, შეუძლია მეგობრულად გაუზიაროს რას გადიან ის და მისი შვილები 10 წლის განმავლობაში.

“[სანდროს] აეტირა კიდევაც და ისევ დეჟავუ მქონდა, 10 წლის წინ გიკო, ჩვენი უფროსი შვილი ზუსტად სანდროს ხელა იყო პირველად რომ დაესწრო ნიკას პროცესს და ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონდა როგორც დღეს სანდროს. კარგი იყო, რომ აღნიშნე ბულინგის თემა, ნიკას კი არ უნდა, რომ იყოს კეთილსინდისიერი, ის არის კეთილსინდისიერი, ის არის მართალი და ის ნამდვილად არის ისეთი ადამიანი, როგორც დღეს ილაპარაკა ამ საკითხთან დაკავშირებით და ბატონ ჩხიკვაძეს ვეტყოდი, რომ თუ აინტერესებს მართლა რა არის ოჯახის წევრების ბულინგი, შეუძლია მომმართოს და 10 წელია რას გავდივართ და როგორ მე და ჩემი შვილები, ამაზე ხშირად არ ვსაუბრობთ, მაგრამ შემიძლია დეტალურად, მეგობრულად მოვუყვე და მიხვდება რას ნიშნავს ოჯახის წევრების, შვილებისა და მეუღლის ბულინგი ძალიან კარგად”, – თქვა სოფო ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში ბმა-ს ფარგლებში 96 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
შემდეგი სტატიაკრამატორსკში რუსებმა საცხოვრებელი უბანი დაბომბეს – არის მსხვერპლი