10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

აეროპორტზე დრონებით იერიშის გამო, ირანის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ირანულ მხარეს მკაცრი პროტესტი გამოეცხადება და შესაბამისი საპროტესტო ნოტა წარედგინება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა. ამასთან, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში ავტორიტარული მმართველები ქვეყნის ევროპულ მომავალს ანადგურებენ” – გერმანელი პარლამენტარი
შემდეგი სტატიაირანიდან “ნახიჩევანზე” დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – აზერბაიჯანი საპასუხო ზომების მიღებას აანონსებს