აეროპორტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილი TAV-ს მიმართავს და რეაგირებას ითხოვს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასსა და გიორგი გახარიაზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, აეროპორტის მმართველ კომპანიას მიმართავს:

“თბილისის აეროპორტს მართავს TAV/ADP. ამ ადგილას ზედიზედ ორი თავდასხმა შეძლეს, 17 თებერვალს ყოფილ პრემიერმინისტრზე, 18 თებერვალს კი – პრეზიდენტ ზურაბიშვილზე. პერიმეტრზე პოლიციელები არ იმყოფებოდნენ, უსაფრთხოება არ იყო უზრუნველყოფილი. ველოდებით ADP-ის რეაგირებას” – წერს ზურაბიშვილი

შეგახსენებთ, ოლიგარქის რეჟიმის დაქირავებული ტიტუშკების თავდასხმის შედეგად, სალომე ზურაბიშვილმა დაზიანებები მიიღო. მისმა წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ გუშინ, 19 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სარჩელი შეიტანა.

banner
წინა სტატიაშიინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა, – ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვანო ბურდული, ავრცელებს
შემდეგი სტატიამაიკ უოლცი – იმის გათვალისწინებით, რაც აშშ-მა უკრაინისთვის გააკეთა, კიევმა უნდა დაუწიოს ტონს და ხელი მოაწეროს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას