13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

აეროპორტში დაკავებულია პირი, რომელსაც 336 აბი “სუბოტექსი” სხეულით შემოჰქონდა

შსს-ს განცხადების თანახმად, თბილისის აეროპორტში ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთის ჩანთიდან ნარკოტიკის ამოღების შემდეგ ორივე სპეცვკონტროლით შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთს სხეულით შემოჰქონდა 336 აბი “სუბოტექსი”:

“სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლ.ა.-ს თანნაქონი მცირე ზომის ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო გ.ჭ.-ს გან ამოღებულია 336 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი”, რომელიც ბრალდებულმა საქართველოში სხეულით შემოიტანა.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს”- წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისსა და რეგიონში იარაღი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ, არაერთი პირი დავაკავეთ – შსს
შემდეგი სტატია“ოცნება” ვერ გამოიყენებს ლაშა ცანავას პოლიტიკურ თამაშში – ანა წითლიძე