აეროპორტის ტრასაზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

თბილისში, აეროპორტის ტრასაზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარ ფაქტს შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ ავარიაში მონაწილე 6-7 ავტომობილიდან მნიშვნელოვნად არც ერთი დაზიანებულა.

ამასთან, როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ ავტოსაგზაო შემთხვევისას მანქანებში მყოფთაგან არავინ დაშავებულა. შესაბამისად, საპატრულო პოლიციამ მომხდარზე ადმინისტრაციული წესით მოახდინა რეაგირება.

banner
წინა სტატიაშილეონიდ თიბილოვის კორტეჟი ავტოავარიაში მოყვა
შემდეგი სტატიალანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ყაჩაღობა მოხდა