აძვიდან გატაცებული 4 მამაკაცი თავისუფალია

48 საათიანი ტყვეობა დასრულდა – აძვიდან გატაცებული 4 მამაკაცი თავისუფალია. ისინი ქართველ სამართალდამცველებს ცოტა ხნის წინ, ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

ოკუპანტებმა არარსებული საზღვრის გადაკვეთისთვის 30-დან 60 წლამდე ასაკის 4 მოქალაქე გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი გუშინ, 23 დეკემბერს “დააკავეს”

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 დეკემბრისთვის
შემდეგი სტატიაბაღათურია მოძალადეებს – ერთხელ მაინც გინანიათ რაც ჩაიდინეთ?