,,ადვოკატთა ასოციაციის” თვმჯდომარე სენაკში როლანდ შონიას ცემის ფაქტს ეხმიანება

,,ადვოკატთა ასოციაციის” თვმჯდომარე სენაკში როლანდ შონიას ცემის ფაქტს ეხმიანება. დავით ასათიანი მოუწოდებს შინაგან საქმეთქა სამინისტროს, დაუყონებლიუვ გაათავისუფლოს ადვოკატი და გადაცდომაში მონაწილე პირებზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

ახლახანს მაცნობეს, რომ სენაკის საპატრულო პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადვოკატის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, თითქოს პირბადის ტარების წესის დაღვევაზე, რა დროსაც გამოყენებულ იქნა არაკანონიერი ძალისმიერი ზომები. სამწუხაროდ, ბოლო დროს, იმატა ადვოკატების მიმართ მსგავსი არაკანონიერი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებამ, რაც დაუშვებელი და მიუღებელია. მოვითხოვ, ადვოკატის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და შესაბამისი ორგანოების მხრიდან მყისიერ რეაგირებას, გადაცდომაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის ჩათვლით – აღნიშნავს დავით ასათიანი.

ადვოკატ როლანდ შონიას ინფორმაციით, პოლიცია მას ფიზიკურად გაუსწორდა, ინციდენტი პირბადის გამო მოხდა.

banner
წინა სტატიაშიმინაშვილი: მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც მელია იქნება თავისუფალი დამატებითი მოთხოვნების გარეშე
შემდეგი სტატიავაშაძე: თაკო ჩარკვიანის პარტიას საკუთარი სტრატეგია აქვს, ახალი დოკუმენტის საჭურისად მოხსენიება არასწორია