ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად, მეორე ტური გაიმართება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება – ელექტრონული დათვლის მიხედვით მეორე ტურში თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებენ ირაკლი ჩომახაშვილი და ირაკლი ყანდიაშვილი, რომლებმაც ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღეს, თუმცა არასაკმარისი გამარჯვებისთვის. თავმდჯომარე აირჩევა კენჭისყრაში მონაწილე ადვოკატების ხმების უბრალო უმრავლესობით.

დღევანდელ კრებაზე ასევე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებიც.

2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი 6 კანდიდატი იყო – ირაკლი ჩომახაშვილი, ირაკლი ყანდიაშვილი, მუხრანი ღურწკაია,ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე და მანუჩარ ჭუმბურიძე.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ ბერლინში მოლაპარაკებების წინ უარი თქვა ნატოში გაწევრიანების ამბიციებზე
შემდეგი სტატიააშშ-ში, ბრაუნის უნივერსიტეტში თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია