ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემა – ფარული კენჭისყრის პროცედურა დაიწყო. თავმჯდომარის გარდა, ასევე აირჩევა, აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრი, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრი. არჩევნებში ხმის მისაცემად რეგისტრაცია გაიარა 2 324 ადვოკატმა.

პროცედურების მიხედვით, თითოეული ამომრჩეველი 5 ბიულეტენს მიიღებს: ერთი ბიულეტენით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აიჩევა, მეორე ბიულეტენით – აღმასრულებელი საბჭო, მესამე ბიულეტინით – სარევიზიო კომისია, ორი ბიულეტინი კი ეთიკის კომისიის ასარჩევადაა განკუთვნილი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის არიან – დავით ასათიანი, იასონ ბესელია, გრიგოლ გაგნიძე, დავით ებრალიძე, ალექსი კობაიძე, დავით ლანჩავა, ონისე მარგიანი, ვასილ ოსეფაშვილი, ელგუჯა ჩხაიძე, ირმა ჭკადუა, ლევან ჯანაშია და ვაჟა ჯაოშვილი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს კრებაზე დამსწრე წევრების 50%+1 ანუ ხმათა უმრავლესობა აირჩევს. კანდიდატმა კოლეგებს 10-10 წუთიანი გამოსვლით საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. გამარჯვებული სავარაუდოდ, 22:00 საათის შემდეგ გამოვლინდება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად პროცედურები სპორტის სასახლეში 10:00 საათიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიევროსასამართლომ საქმის – “რუსთავი2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, დასაშვებობის განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე – ეუთო-ს მეგობართა ჯგუფის განცხადება საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავს