ადვოკატთა ასოციაციამ არჩევნების ხმის მთვლელი კომისია დაამტკიცა

ადვოკატთა ასოციაციამ არჩევნების ხმის მთვლელი კომისია დაამტკიცა – 15 კაციან შემადგენლობაში თავმჯდომარეობის მსურველმა 3-მა კანდიდატმა საკუთარი, ნდობით აღჭურვილი პირები შეიყვანეს, თუმცა ირკვევა, რომ ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატები დამთვლელი კომისიის შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ.

ყანდაშვილი ის კანდიდატია, რომელსაც, თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, მუხრან ღურწკაიას თქმით, მოქმედი თავმჯდომარე დავით ასათიანი ლობირებს.
ჩვენც ვიყრიდით კენჭს დამთველელი კომისიის კანდიდატად ირაკლი ჩომახაშვილის გუნდიდან. მოხარული ვარ, რომ 400-მდე ადვოკატმა დაუჭირა მხარი ჩემს კანდიდატურას და ჩემი მანდატის ფარგლებში გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს წყნარ, მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალრუად გამჭვირვალედ და არანაირ ექსესებს არ ჰქონდეს ადგილი. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გამოვავლენთ მას. ყანდაშვილის გუნდიდან აარჩერთი გუნდის წევრი არ არის არჩეული ხმის დამთველელ კომისიაში”, – ამბობს ირაკლი ჩომახაშვილის გუნდის წარმომადგენელი.

თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, მუხრან ღურწკაიას თქმით, მისი კანდიდატების დამთვლელი კომისიის შემადგენლობაში მოხვედრა ხელს შეუწყობს, რომ არჩევნებმა ხვალ გამჭვრივალედ ჩაიაროს,.

ადვოკატთა ასოციაციაში ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი და უნდა დასრულდეს ადვოკატთა ასოციაციაში ერთპიროვნული მმართველობა, გარკვეული ჯგუფების მმართველობა. ეს იმიტომ არის დიდი გამარჯვება, რომ გაყალბების შანსები მცირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ, რაიმე უკანონობებს და მანიპულაციებს ისინი არ შეეცდებიან, იმიტომ, რომ მათ ჰყავთ სამანდატო კომისია სრულად დაკომპლექტებული. თუმცა, ეს დიდი გამარჯვება, რომელიც დღეს ჩვენ მოვიპოვეთ, ხმის დამთვლელი კომისიის წევრების სახით, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ამ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა”, – ამბობს მუხრან ღუწკაია.

რაც შეეხება ირაკლი ყანდაშვილის გუნდს, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატი, ლევან მახარაშვილი იმედვონებს, რომ ის ფაქტი, რომ ყანდაშვილის კანდიდატები დამთვლელი კომისიის შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, კონკურენტი კანდიდატების მხრიდან ხვალ თეორიული კითხვებსაც არ გააჩენს არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე.

ეს არჩევნები იქნება ძალიან გამჭვირვალედ და სულ მცირე გულდსაწყვეტი იყო კონკურენტი კანდიდატების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაც გაყალბება მოხდებოდა. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ირაკლი ყანდაშვილის კონკურენტი კანდიდატები არიან ბედნიერები, აცხადებენ, რომ ხმის დამთვლელ კომისიაში არიან წარმოდგენილები უმრავლესობით, რასაც მე პირადად მივესალმები და დარწმუნებული ვარ, მითუმეტეს ხვალ, ძირითად კენჭისყრასთან დაკავშირებით უკვე თეორიული კითხვებიც არ ექნებათ”, – ამბობს ლევან მახარაშვილი.

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის იბრძვის: ირაკლი ჩომახაშვილი, მუხრან ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, სიფას ადვოკატები და კიდევ რამდენიმე კანდიდატი.

banner
წინა სტატიაშიორბანის გადადგომის მოთხოვნით უნგრეთში საპროტესტო აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიასტივ უიტკოფი ბერლინში ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შეხვდება