33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ადვოკატის თქმით, უნგრელი ჟურნალისტი საქართველოს თავის გადაწყვეტილებით დატოვებს

ადვოკატი თორნიკე ჯანელიძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში საქართველოს თავისი გადაწყვეტილებით დატოვებს.

მისი თქმით, ბილეთის შეძენის შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტიდან უწყების წარმომადგენლები მას აეროპორტში გადაიყვანენ.

უნგრელი ჟურნალისტი გუშინ, 5 აგვისტოს დააკავეს. „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ჟურნალისტი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება:

 „აღნიშნული პიროვნება საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე“, – აცხადებს შსს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილი იზოლატორში შეუძლოდ გახდა — არ გამორიცხავენ კლინიკაში გადაყვანას
შემდეგი სტატიააზერბაიჯანი მზად არის საჭიროების შემთხვევაში უკრაინას გაზი მიაწოდოს